საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან” პრემიის სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი მიიღო.
„ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ გამახსენებს მუდამ მიხარია“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს და წლების წინ გადაღებულ თავის ფოტოს ავრცელებს, სადაც ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გამოსახულებით მაისური აქვს მორგებული.