LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი

„დააგროვა ვეტოები, „ვეტოვუმენად“ არის წოდებული“ – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

„რა თქმა უნდა, ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება „ბატონი იმიტომ“, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ ჰგონია, რომ 9 პარტიის წარმომადგენლობა რომ არის ცესკოში და დამოუკიდებლები რომ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეული, იქ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილება“ - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი: „სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ჩვენს ყოველ მეორე მოქალაქეს აშშ-მა ვიზაზე უარი უთხრა, ამავე დროს ამბობენ, რომ საქართველოს გვერდით დგანან, ეს შეურაცხყოფაა“

„ამერიკის ელჩი რამდენიმე თვე თავს იკავებდა და ჩვენც ამ პარტნიორულ ურთიერთობებს მივყვებოდით, მაგრამ ამერიკის ელჩმა, პრაქტიკულად, ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა.“

„ევროკავშირის ელჩთან მაქვს კითხვა – იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა, ჩვენს მსგავსად, უარი რომ უთხრა ლგბტ პროპაგანდასა და ულტრა ლიბერალურ, ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ?“ – მაჭარაშვილი ჰერჩინსკის

„ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთა, გაუგებარია, რადგან ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით, საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ წევრ ქვეყნებზე წინაა. ამიტომ, თუ რაიმეს გაყინვაზეა საუბარი, ერთადერთი, შეიძლება გავყინოთ ლგბტ პროპაგანდა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები“ - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.