„როგორც კი ვინმე თავს წამოყოფს პოლიტიკურად, აუცილებლად გადაყლაპავს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მავნებლობის პოლიტიკური ძალა. ამიტომაც უნდა გასამართლდეს“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა, „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.
„როცა ყველა ნახავს, რომ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ისევ აირჩია მშვიდობა და სუვერენიტეტი, ამერიკა, ევროკავშირიც და ყველა ქვეყანა აუცილებლად გადალაგდება იმ დიპლომატიურ და მეგობრულ ენაზე, რომელიც ორი სამი წლის წინ იყო საქართველოსთან მიმართებაში“.
„არაერთხელ გვინახავს უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ხასიათის განცხადება, მათ შორის, მათი ქმედებები, რომლითაც, პრაქტიკულად, ქვეყანამ თავიდან აირიდა არა ერთი რადიკალური პროცესი, რევოლუციური სცენარი და ტერორისტული აქტი“.
მაჭარაშვილის თქმით, ინფორმაცია, რაც მათ აქვთ დამადასტურებელია იმისა, რომ ხელმოცარული, დამარცხებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რევოლუციების მოწყობას ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან.