„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით „პატივიც“ კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები“
მაჭარაშვილი გადაცემაში „დღის თემა“ გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორის, რობინ ვაგენერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.
„აზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ პარტია „ხალხის ძალა“ აუცილებლად შექმნის იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომელიც იქნება ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში“.
„ჩვენ გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ, ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებაში ნდობა გაჩნდება იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს და არა უცხო ქვეყნების ინტერესების მატარებელი“ - ამბობს მაჭარაშვილი.