ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად, ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა - "ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო" ამოტვიფრეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.