„საცობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია იმისა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება იმ კონკრეტულ მონაკვეთშიც და შემდგომ, ზოგადად, ქალაქში საკმაოდ სერიოზულია“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე.
ამ დღეებში თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ჰაერი დაბინძურებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერში მტვრის მასები ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან 18 იანვრიდან ვრცელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება.