თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ჰანდე ერჩელი თმისა და სისხლის ნიმუშების ასაღებად სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაიყვანეს.
თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის, შოუ-ბიზნესის, ბიზნესისა და სპორტის ცნობილი ფიგურები. გაცემულია 16 პირის დაკავების ორდერი.