"რუსეთს ფედერაციის პოზიციიდან გამომდინარე, სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ" - აცხადებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთოს მნიშვნელოვან ჩართულობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოში ყოფნისას, ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში.