„Human Rights Watch“-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე, საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა.
ბევრი მოსწავლე შეფერხებებს აწყდებოდა დისტანციური სწავლებისას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტ კავშირის, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების უქონლობის და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობის გამო.