LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია

წინადადება უნდა დაიდოს მაგიდაზე – მაგ.12-პუნქტიანი გეგმის შესრულება ან ის, რომ სააკაშვილი მიდის პოლიტიკიდან | იაგო ხვიჩია საუბრობს, რა პირობა შეუწყობს ხელს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას

იაგო ხვიჩია „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხვალინდელ სასამართლო პროცესს ეხმიანება, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას განიხილავს.

ხვიჩია: ჩვენი ქვეყნის პოზიცია არასწორია, როგორც არასათანადო გულშემატკივრის, არ მჯერა, რომ ღარიბაშვილი რუსეთს გულშემატკივრობს, ამ ქვეყანაში რუსეთს არავინ გულშემატკივრობს

„ქართველი ხალხი ღარიბაშვილს ეჭვის თვალით უყურებს, როგორც უკრაინელი ხალხის და სიკეთის გამარჯვების არასათანადო გულშემატკივარს. მგონია, რომ ეს არ არის შემთხვევითი და ამას გამოსწორება სჭირდება“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ხვიჩია „ემპათიას“ დასკვნაზე – თუ 3000 – გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო

„ახლა ჩვენ ჩავიდენთ ქართველი ხალხის წინაშე დანაშაულს თუ მიხეილ სააკაშვილს გადავაყოლებთ ქვეყნის ინტერესებს“.

„აქა მშვიდობა“ აჯობებდა, მარტო თბილისს რატომ? – ხვიჩია საახალწლო სლოგანზე

„წარმოშობით მარტვილის რაიონიდან ვარ, „მშვიდობა მარტვილს“ რატომ არ უნდა ჰქონდეს? „მშვიდობა საქართველოს“ არ სჯობს? მარტო თბილისს რატომ? უბრალოდ ეს კითხვა მაქვს, თორემ არც ამას ვაპროტესტებ“ - ამბობს ხვიჩია.

იაგო ხვიჩია: ხელისუფლებამ არ შეიმჩნია, რას ითხოვს ევროკავშირი, ამიტომ ანგარიშით ეს დაუმარცვლეს

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ევროკავშირი, ალბათ, ერთ წელს მოგვცემს პრობლემების გამოსასწორებლად, იქნება ეს მოთხოვნების შესრულება თუ „ქართული ოცნების“ შეცვლა, მაგრამ ეს პროცესი, დეპუტატის თქმით, დაუსრულებლად არ წავა.