ხვიჩიას კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ აქვს.
„გვარამია ციხეში იჯდა და რომ გამოვიდა, თქვა, ადრე ცუდად ვიქცეოდი, დააბრალეთ იმას, რომ მაშინ მაინცდამაინც კარგად არ ვიყავიო. ანუ ადამიანმა რა თქვას, ამბობს, არ ვიყავი კარგად, რაღაცებს ვურევდიო და მე როგორ გავაკრიტიკო ცუდად მყოფი ადამიანი“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.