„საბოლოო ჯამში გაირკვევა, რომ სამშობლოს გამო კი არ სანქცირდებოდნენ, არამედ პირიქით იყო და ეს ის სიტუაციაა, როცა ადამიანი მართლა უნდა შეგეცოდოს - ასეთი დამოკიდებულებით ვარ ჩვენი კოლეგების მიმართ სამწუხაროდ” - ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა” - აღნიშნული განცხადება „გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ხვიჩიას თქმით, როდესაც ხელისუფლება არ მიდის კონსენსუსზე, მოლაპარაკებაზე და უპირატესობას ძალადობას ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვეღარ მართავს და ყველაფრის დაქვემდებარებას უკვე ძალის გამოყენებით ცდილობს.
„ეს წიგნი V-VII საუკუნეებშია შექმნილი და 21-ე საუკუნის არჩევნების წელი დასჭირდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. წიგნის ყიდვა გინდოდეს და „კრისტის“ აუქციონის გარეშეც იშოვი“.