„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვლელობების 53% ცივი იარაღით არის ჩადენილი“ – პარლამენტში ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრების პროექტს განიხილავენ
ცვლილებების მიხედვით, საკანონმდებლო რეგულაციის გამკაცრების შედეგად, ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება და არ იქნება მითითებული განმეორებადობა. ასევე ნორმას დაემატება ცივი იარაღის კონფისკაცია.
