საქართველოს ბანკის იდეათეკებში განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით გამოჩნდება
მკითხველს მეგზურობას დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კოკო როინიშვილი გაუწევენ.
მკითხველს მეგზურობას დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კოკო როინიშვილი გაუწევენ.
საქართველოს ბანკის იდეათეკაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში განთავსებული 2000-ზე მეტი წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით.
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ იმოგზაურონ მეცნიერების, ლიტერატურისა და შემეცნების უსაზღვრო სივრცეში, იდეათეკა განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინსტრუმენტით უზრუნველყოფს.
ბანკმა რიგით მეოცე იდეათეკა ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში გახსნა.
იდეათეკა საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ 300-მდე მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე.