„აუცილებელია საკანონმდებლო ინიციატივები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ისჯება ბულინგი, ცრუ ინფორმაციის გაჟღერება და გახმაურება, ცილისწამებაზე აუცილებლად მისაღებია კანონი“ - თქვა ზურა ხაჩიძემ.
„როდესაც უკვე გაგინებენ, ეს ბულინგი არ არის, ეს შეურაცხყოფაა, მეტსაც გეტყვით, ეგ ცუდი საქმეა და მაგას პასუხიც შეიძლება მოჰყვეს“ - თქვა ვასიკო ოდიშვილმა.
„თვეზე მეტია, შეგნებულად სარკესთან არ მივსულვარ და არ ჩამიხედავს, მომენტალურად მიცრემლიანდებოდა თვალები... ავიღე სარკე და გადავდგი“ - ამის შესახებ საკუთარი თავის მიღებასა და სიმსუქნის მძიმე ფსიქოლოგიურ შედეგებზე „იმედის დღის“ ეთერში რუბრიკის სტუმარი, ნუკი საუბრობს.