რა არის თვითგამორკვევით მიღებული სარგებელი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან
რა არის თვითგამორკვევით მიღებული სარგებელი - ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ინდირა გვარმიანმა ისაუბრა.
რა არის თვითგამორკვევით მიღებული სარგებელი - ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ინდირა გვარმიანმა ისაუბრა.
ჰიპერმზრუნველობა, როგორც აღზრდის ფორმა შესაძლოა იყოს ფსიქოლოგიური ინფანტილიზმის გამომწვევი მიზეზი. ინფანტილიზმი გულისხმობს პიროვნების მოუმწიფებლობას, შეფერხებას პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, რასაც შედეგად თან მოჰყვება ადამიანის ქცევის შეუსაბამობა ასაკობრივ მოთხოვნებთან.
როცა ბავშვისთვის არ არსებობს წესები, არ არსებობს „არა“, „არ შეიძლება“, ასეთი მიდგომის შემთხვევაში ბავშვს გაუჭირდება კარგი და ცუდი ქცევის გამიჯვნა ერთმანეთისაგან. როცა არ არსებობს შეზღუდვები, ჩარჩოები ბავშვი ვერ სწავლობს ბარიერების გადალახვას, ბარიერის გადალახვა კი თავის მხრივ პიროვნულ ზრდას და განვითარებას იწვევს. ბავშვის უნარები არ ვითარდება, როცა მშობელი აგვარებს მის ყველა პრობლემას. მშობელი ხშირად თვითონ უწყობს ხელს მიუღებელ ქცევის განმტკიცებას, როცა ნებისმიერ „მინდას“ უკმაყოფილებს.