ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის მიცემული პრემიაზე ფეხბურთელთა გამოხმაურებები მთავარი პოლემიკისა და არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა სოციალურ ქსელში, რასაც ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პოსტით ეხმაურება.
„ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ გამახსენებს მუდამ მიხარია“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს და წლების წინ გადაღებულ თავის ფოტოს ავრცელებს, სადაც ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გამოსახულებით მაისური აქვს მორგებული.