LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

სალომე ზურაბიშვილი იდეალური საპრეზიდენტო კანდიდატია – ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იდეალური საპრეზიდენტო კანდიდატია. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მმართველ პარტიასა და გუნდს სურს, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები განვითარდეს. სწორედ აქედან გამომდინარე უჭერენ ისინი მხარს სალომე ზურაბიშვილს.

მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს – ბიძინა ივანიშვილი

 პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს. „იმედია ამ გამარჯვებით საბოლოოდ ამ დესტრუქციულ ძალაზე უარს ვიტყვით და მათაც რესურსი აღარ დარჩათ"-განაცხადა ივანიშვილმა. 

1 წელიწადში უნდა მივიღოთ კანონმორჩილი, ხალხისგან დაქირავებული ხელისუფლება – ბიძინა ივანიშვილი

„1 წელიწადში შედეგი უნდა მივიღოთ მარტივი - კანონმორჩილი, ხალხისგან დაქირავებული ხელისუფლება. ის ბზარი, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკეა, ეს უნდა გამთლიანდეს“

პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი ნაწყენია – ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირველი ინტერვიუ "იმედი LIVE"-ს მისცა.  ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი ნაწყენია. მისი თქმით, ჩანდა, რომ მმართველ პარტიაში გუნდურობა დაკარგული, ვერტიკალი კი ძალიან შესუსტებულია.