ალასანიას ამ ინტერვიუს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორისაა მწერალი ლაშა ბუღაძეც, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ წაკითხულმა შოკში ჩააგდო.
„დღევანდელი სიტუაციის მექომაგე არა ვარ, რადგან პოლიტიკურად იმდენად კრიზისშია შესული ქვეყანა, ეს მალე სოციალურ სფეროზეც აისახება, მაგრამ ისეთი სისასტიკე, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს მე ახლა ბიზნესწრეებში ვერ ვხედავ“ - თქვა ირაკლი ალასანიამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.