„წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი. შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.“
„ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.