LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი

„ირაკლი ღარიბაშვილი იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით…“ – რა განაცხადეს ადვოკატმა და პროკურორმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა

კითხვაზე, უნდა დაკითხოს თუ არა გამოძიებამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა და ამ დეტალებში თავად ვერ შევა.

პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვა პირები

„გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი“ - წერია პროკურატურის განცხადებაში.