ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ მიმართულებით, ბიზნეს სექტორის სუბსიდირებაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იხარჯება, რაც სწორი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შემოაქვს ინიციატივა, აღნიშნული სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებლის 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაზრდის შესახებ.
ვიცე მერის თქმით, სესხი ასევე მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, ავტობაზების მშენებლობას, ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას, დიღმის ჭალების პარკის მოწყობას და სხვა.
„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფი გაიზარდა, არაფერი გაზრდილა“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე და თქვა, რომ, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.