კალაძის თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარემოს დაცვა და სამომავლოდ, მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 240,000,000 ლარის დახარჯვა იგეგმება.
ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, შეღავათიანი და კომფორტული მგზავრობის მიზნით, ამოქმედდება ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა: ერთკვირიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი.