ირაკლი კირცხალია: მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2 000, 3 000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!
„რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ. მაგრამ არ არსებობს ერთ დღეში მოგვარდეს“
„რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ. მაგრამ არ არსებობს ერთ დღეში მოგვარდეს“
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1-ელ ოქტომბერს არ დაწყებულა, „მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ქვეყანას დასჭირდება“.