„სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.”
დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისა და ქვეყნისთვის განსაზღვრული დახმარებების გაჩერების თაობაზე დასმულ კითხვებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა.
დეპუტატის თქმით, რეალურად, საქართველოს დასავლური ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს და წლების განმავლობაში დასავლეთიდან ძირითადი დახმარება ენჯეოსექტორზეა მიმართული.