LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა

ზურაბ ჯაფარიძე: „მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან დუბაიში“

„მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან დუბაიში. ხვალ ექნებათ სასამართლო. (მგონი ის მესამეც, ეგ ზუსტად არ ვიცი)“, - წერს ჯაფარიძე.

თინა ხიდაშელი: „აბუ-დაბიში მომხდარზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, ასევე კახა კალაძის მიმართ იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივ პროვოკატორად ჩამოყალიბდა, რომელიც ძალადობას ახალისებს“

„ის ერთმნიშვნელოვნად, მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ „რამეს გვეტყვით? ხელი მოგხვდებათ“, ოღონდ იმის განცდა და გაცნობიერება არ აქვს, რომ საჯარო მოხელეებზე ლაპარაკობს, უფრო მეტიც, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე.“

„ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან – ეს არის ნაცი პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ რომ აქციონ“ – მამუკა მდინარაძე

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მსგავს ქმედებას არასდროს იკადრებს. მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის თითოეული ნაბიჯი სამშობლოს ემსახურება და აქედან გამომდინარე აგენტების ან აგენტების მოწყვლადი ხალხის შიშით ვინმემ ქუჩაში არ გაიაროს წარმოუდგენელია.

ვიდეო: „ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის გავცემთ პასუხს! მადლობა გვერდში დგომისთვის!“ – ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძის მიმართვა აბუ-დაბიდან

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუამ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეებს ძველით ახალ წელს წინასწარ ულოცავენ და დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ.