LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა

„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? გეკითხები, ბლიც-კითხვა, მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“- ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს

„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?“ - ასე მიმართა, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ.

ირაკლი ზარქუა: „მინდა, ხალხს ვუთხრა – მომავალშიც, როცა აქციები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ“

„რასაც ეს აქციები, რადიკალიზმი და მათი ავტორები აკეთებენ, ჩვენს ქვეყანას ვნებს, ეკონომიკურ ზრდას აფერხებს“.

„კუბილიუსები, ფოტიგები, ჟიგმანტასები და გიჟმანტასები მწვალებელთა პარტიის მეგობრები არიან… „ნაცები“ უსამშობლოები, ესენი ყველანი ჟიგიმანტასები არიან”- ირაკლი ზარქუა

„კუბილიუსები, ფოტიგები, ჟიგმანტასები და გიჟმანტასები მწვალებელთა პარტიის მეგობრები არიან. ისინი არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების დამცველები, ქართველი ხალხის მეგობრები"- ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.