ირაკლი ზარქუა: „ფაქტობრივად, მეზობელი არ დაგვრჩა, რომელიც ცეცხლის ალში არაა გახვეული, პარლამენტში კი ვსაუბრობთ იმაზე, ინფრასტრუქტურული პროექტები როგორ გავხადოთ უფრო ინტენსიური და როგორ განვავითაროთ სოფლები თუ ქალაქები“
„დიახ, ჩვენ ომს უარი ვუთხარით და ავირჩიეთ მშვიდობა. ჩვენ რადიკალიზმს უარი ვუთხარით და ავირჩიეთ ერთმანეთის გვერდში დგომა. ჩვენ იმ დაქსაქსულობას, იმ გაურკვეველ პროპაგანდებს უარი ვუთხარით და მართლმადიდებლობას, ქართულ საქმეს ვემსახურებით“ - თქვა ზარქუამ.
