„რთულია რჩევის მიცემა, რადგან ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ. ალბათ, პირიქით – ჩვენ უნდა ვთხოვდეთ მათ რჩევას, ვკითხოთ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რადგან, როგორც ვნახეთ, ამ საქმეში ისინი ძალიან კარგები არიან“ - უთხრა ნავალნაიამ „რადიო თავისუფლებას“ ქართველ დემონსტრანტებზე საუბრის დროს.
გავრცელებულ ვიდეოში ნავალნაია დეტალურად ჰყვება ქმრის განვლილ გზაზე და ამბობს, რომ პუტინმა ყველაზე ძვირფასი, მეუღლე და შვილების მამა მოუკლა, ამიტომ ძალისხმევას არ დაიშურებს დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ თავად განაგრძოს ბრძოლა.