იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ აშშ-ში ქართველი მოსამართლეებისთვის განკუთვნილი პროგრამები გააკრიტიკა.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანია, გამოავლინოს არაკომპეტენტური და უზრდელი სექტორის წარმომადგენლები , რომლებიც, როგორც ეს მურუსიძემ აღნიშნა, ხშირად მოსამართლეების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა და მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს.
„ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ხელისუფლების მორიგი პროვოკაციაა, რათა ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს.“ - აცხადებს თინ ახიდაშელი.