„როდესაც პრეზიდენტმა ნიკო ღირსების ორდენით დააჯილდოვა მაშინ გავიფიქრე, რომ თუკი ვინმე ღირსების ორდენის კავალერია სწორედ იზა არის თქო. ცოტა ადამიანს ვიცნობ მისნაირს და ცოტა მეიმედება მასავით“
ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ბანერის ფოტოს გვიზიარებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე გამოფინეს და იმ მეგობრების სახელები და გვარებია ჩაწერილი, „რომლებიც ამ ადამიანების გვერდით იქნებოდნენ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.