სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ღია პიანინოზე „ჰერიო ბიჭებო“-ს მუსიკას უკრავს და მღერის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე გვიზიარებს.
იზა ომაძის განცხადებით, „ახლა მთელი ქვეყნის ახალგაზრდების მომავალს დაუწყეს ბრძოლა❗️“. სწორედ ამიტომ, იზა ომაძე მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგია.