წლევანდელი წელი განსაკუთრებულია ჯენიფერ ლოპესისთვის, რადგან ის "ოქროს გლობუსის" ნომინატებს შორისაა ფილმიდან Hustlers, სადაც 50 წლის ვარსკვლავი მთავარ როლს ასრულებს
როდესაც სრულიად მსოფლიო დღესასწაულებისთვის ემზადება, ჯეი ლო კვლავაც დაუღალავად ვარჯიშობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი ლუქი, სპორტდარბაზში სადღესასწაულო განწყობას ნამდვილად შეიტანდა
წელს ვარსკვლავმა 50 წლის იუბილე აღნიშნა, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივ ფორმაშია, რაც არა გენეტიკური უპირატესობის (როგორც ბევრს ეგონა), არამედ მონდომების და საკუთარ თავზე სერიოზული მუშაობის შედეგია