LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯინ შაჰინი

„თუ რატომ არ შეხვდა, მკაფიოდ განმარტა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“ – ირაკლი კობახიძე

მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს დამოკიდებულია თავად ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკელ პარტნიორებზე.

„ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს – მისი და მისი პარტიის კურსი ნათელია: ეს არის ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყვეტა და იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან“ – მამუკა ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სენატორს ჯინ შაჰინს და კონგრესმენ მაიკ ტერნერს არ შეხვდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს, სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა.

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, რაც იმედგაცრუებას იწვევს“ – სენატორი ჯინ შაჰინი

„მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს, რაც მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა“ - აცხადებს ჯინ შაჰინი.