ქვეყნის პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პარალელურად, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა.
ამერიკელ სენატორთან გამართული მიღების შემდეგ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე სენატორი ჯინ შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება.