ჯო უილსონი: რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით, შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის
წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი [„რესპუბლიკური პარტია“] ჯო უილსონი და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს.
„მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, ამის შესახებ მკაფიო განცხადება გააკეთოს.“