აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ შეხვდა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, სადაც განიხილეს თუ „როგორ გასცენ პასუხი ივანიშვილის რეჟიმის ტირანიას“.
„დროა, ევროკავშირმა სანქცია დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლობლებს, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს“ - ჯო უილსონი