"იქ სადაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებით შედის, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მოვაწესრიგებთ და რა თქმა უნდა, კომპანიას აქვს ვალდებულება, რეაგირება მოახდინოს და არსებული მდგომარეობა გამოასწოროს" - აცხადებს კალაძე.
მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაცხოვრებლების ნაწილს, წყლის მიწოდება 15 ოქტომბრის 15:00 საათიდან 16 ოქტომბრის 07:00 საათამდე შეეზღუდება.