"მინისტრები ერთხმად შეთანხმდნენ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომის გაგრძელების საჭიროებაზე და უკრაინისთვის მთელი ჩვენი მხარდაჭერის აღმოჩენაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მის ბრძოლაში", - აცხადებს ბორელი.
„მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გამოყენებისთვის მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად“
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.