„თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ.“
„აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის“- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.