LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ისტორიულს უწოდებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მომავალ ვიზიტს

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს.

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს: აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ აშანტაჟებდნენ

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა, მან ჟურნალისტებს ასევე მოუწოდა: ნუ აძლევენ დანაშაულს წინასწარ კვალიფიკაციას.

თავდაცვის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზებას

ბურჭულაძის თქმით, ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების, აღჭურვილობის, სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით  გადადგმული ნაბიჯები ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია.

თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა.

2012 წლამდე ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ძალიან დაბალ დონეზე იყო: თავდაცვის მინისტრი

„2012 წლიდან, ბატონი პრემიერი იყო პრემიერი, როდესაც მივაღწიეთ უმაღლეს ნიშნულს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის. ეს ურთიერთობა გრძელდება დღესაც,“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.