„პოლონურ კომპანიასთან ყველა ფორმალური პროცესი დასრულებულია. ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და ძალიან გამართლებული კერძო საწარმოა“ - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.
"ჩვენს ჯარისკაცებს არ აქვთ მხოლოდ ერთი უმაღლესი ხარისხის „ბათინკი“, არამედ აქვთ ორი წამყვანი ბრენდის" - თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და უწყების მისამართით მიმდინარე დისკრედიტაციის კამპანიას გამოეხმაურა.