თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლა შეფასებისას განაცხადა, რომ მან ისაუბრა იმ სირთულეებზე ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.
„არავის მიეცემა საშუალება, ჩვენი სამშობლო სხვადასხვა მიზეზით და მიზნებით აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს... ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“ - ამბობს კახა კალაძე.
„ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მოაწყოს არეულობა, რომელიც გარედან იმართება“ - თქვა კალაძემ.