„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით, სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განაცხადა, სადაც ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარადგინეს. კალაძის განცხადებით, აუცილებელია რეგიონების და ქალაქების განვითარება, რაც მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.