„ტვ პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, „ლელოს“ წევრებმა გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს.
მზად ვარ, არა მარტო მურუსიძეს, არამედ მათ, ვინც მისი უვადოდ გამწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, ყველას ერთად რომელიმე ღია ეთერში გავუწიო ოპონირება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა, ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. კოჟორიძის თქმით, ის გაკვირვებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე საზოგადოებას სამართლებრივ დებატებში იწვევს.