კორონავირუსის დიაგნოზით კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გასული წლის ბოლოს მკურნალობდა.
კორონავირუსი მან რამდენიმე კვირაში დაამარცხა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კვლავ კლინიკაში მოხვდა.
"კორონავირუსი არ აქვს, სამწუხაროდ რამდენიმე კვირაში კვლავ გადმოიყვანეს ჩვენთან კოვიდის შემდგომი გართულებებითა და თავისი დაავადებებით. "- ლალი ტურძელაძე
"აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ"