„ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონის საბოლოო ვერსია მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას“ - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.