„მერე წამოვიდა განრისხება ამ მოვლენის მიმართ და პირდაპირ ამ შავ სპეცრაზმელებთან წავედით. სხვათა შორის, სულ ქალები, წინ გადავუდექით ამ რაღაც შავ მასას - პლასტმასის კაცები, აბსოლუტურად უმეტყველო თვალებით იდგნენ...“
ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე მიმდინარე მოვლენებსა და ე.წ გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ შექმნილ ვითარებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. პროფესორი პარალელებს „ვეფხისტყაოსნის“ ნაწარმოებთან ავლებს და ახალგაზრდებს მიმართავს.