„ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! - იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა კი რას გვეუბნება ნეოსააკაშვილის, იგივე სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული ომის ქარტია, რომ ექნებათ: ერთობა, ერთიანობის გარეშე; ევროპული მიზნები – გამჭვირვალობის გარეშე; არჩევნებში გამარჯვება – გამარჯვების გარეშე; – რადგან გაუგებარია ამ გეგმით როგორ იმარჯვებენ, არც ერთ კვლევაში 30%-ზე მეტი რეიტინგი არ აქვს ჯამურად გაერთიანებულ ნაც კასტას“- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.