„როგორც ჩანს ეს დღე გარდაუვალად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში“ - ასე ეხმაურება „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დღეს, საკანონმდებლო ორგანოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას.
„ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე“ - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.